ველური კორდიცეფსი (Wild Cordyceps) მოპოვებულია ჩინეთის მაღალ მთებში (თიბეტი) და წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე იშვიათ ბუნებრივ პროდუქტს. მისი მოპოვება ძალიან რთულია, რის გამოც ერთი კილოგრამი ველური კორდიცეფსი შეიძლება ღირდეს $25 000-$30 000 მდე. ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში კორდიცეფსი საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებოდა ენერგიის და სიცოცხლისუნარიანობის ასამაღლებლად.
კვლევებით დადასტურდა, რომ კორდიცეფსი აუმჯობესებს ორგანიზმში ჟანგბადის ათვისებას, რაც ზრდის ენერგიასა და გამძლეობას. იგი შეიცავს ძლიერ ბიოაქტიურ ნაერთებს, რომლებიც აძლიერებენ იმუნურ სისტემას და ებრძვიან ანთებას. ბუნებრივი აფროდიზიაკის ეფექტით კორდიცეფსი ზრდის სქესობრივ ენერგიასა და ლიბიდოს, ხოლო მისი ადაპტოგენური თვისებები ეხმარება ორგანიზმს სტრესთან გამკლავებაში.
ველური კორდიცეფსი (Ophiocordyceps sinensis) ბუნების ერთ-ერთი უიშვიათესი საგანძურია, რის გამოც მას “ტიბეტურ ოქროს” უწოდებენ.
ჰორმონალური ბალანსი და ლიბიდო
ზრდის ტესტოსტერონის დონეს. აძლიერებს პოტენციას, ზრდის სექსუალურ სურვილს და ხელს უწყობს რეპროდუქციული ჯანმრთელობის შენარჩუნებას.
იმუნომოდულაცია
აქტივიზაციას უკეთებს იმუნურ უჯრედებს, ეხმარება ვირუსულ და ბაქტერიულ ინფექციებთან ბრძოლაში. მოქმედებს როგორც რბილი იმუნომოდულატორი დასუსტებული იმუნური სისტემის შემთხვევაში.
ონკოპროტექტორი
კორდიცეპინი და ველური კორდიცეპსის პოლისაქარიდები გამოირჩევიან ძლიერი სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედებით
აფერხებენ კიბოს უჯრედების ზრდას და ანელებენ ანგიოგენეზს (სისხლძარღვების წარმოქმნას სიმსივნურ ქსოვილში).
გარდა ამისა, კორდიცეფსი ხელს უწყობს სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის დონის რეგულაციას და მნიშვნელოვანწილად აუმჯობესებს ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციებს, რაც უზრუნველყოფს ორგანიზმის მძლავრ დეტოქსიკაციას.
მკვლევარების ცნობით, კორდიცეფსი უსაფრთხოა რეგულარული მოხმარებისთვის – ბოლო 20 წლის განმავლობაში მასთან დაკავშირებით არც ერთი სერიოზული გვერდითი ეფექტი არ დაფიქსირებულა.
Fungiline-ის შეთავაზება გამოირჩევა 100% ნატურალურობით: თითოეული პაკეტი შეიცავს მთლიანი, უმაღლესი ხარისხის ველურ Cordyceps-ს. FUNGILINE-ის ექსკლუზიური გამოშვებით მიწოდებულია შეზღუდული სერიის 100 ეგზემპლარი მსოფლიოს მასშტაბით, რაც ხაზს უსვამს პროდუქტის უპირატესობასა და იშვიათობას. გააძლიერეთ თქვენი ენერგია და ჯანმრთელობა ამ უნიკალური ბუნებრივი ელექსირით, რომელიც ახლა ხელმისაწვდომია თბილისის ბაზარზე.















მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.