კომპლექსი “ქალი” შემუშავებულია ქალის ორგანიზმის ციკლური ცვლილებებისა და ჰორმონული თავისებურებების გათვალისწინებით. ფორმულა მიზნად ისახავს მხარდაჭერას ქალის სხვადასხვა ასაკობრივ ეტაპზე – რეპროდუქციული პერიოდიდან მენოპაუზამდე ასაკობრივ პერიოდში – რეპროდუქციული ასაკიდან პოსტმენოპაუზამდე.
Maitake (Grifola frondosa)
ტრადიციულად ითვლება „ქალის სოკოდ“ — დადებითად მოქმედებს ჰორმონულ ბალანსზე, აწესრიგებს მენსტრუალურ ციკლს და ხელს უწყობს დროულ ოვულაციას. Maitake ეფექტურად არეგულირებს ქალის ორგანიზმში ნახშირწყლებისა და ცხიმების ცვლას, აღადგენს უჯრედების მგრძნობელობას ინსულინის მიმართ, ამცირებს გლუკოზის დონეს სისხლში, აუმჯობესებს ნაწლავების მიკროფლორას და ხელს უწყობს ჯანსაღ, ბუნებრივ წონაში კლებას.
Tremella (Tremella fuciformis)
სოკო, საუკუნეების განმავლობაში გამოიყენება ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში. ახდენს ძლიერ ადაპტოგენურ, ჰიპოლიპიდემიურ, ნეიროპროტექტორულ და ანტიოქსიდანტურ ზემოქმედებას ორგანიზმზე. Tremella-ს პოლისაქარიდები ინარჩუნებს ტენიანობას კანის ქსოვილებში, აუმჯობესებს ელასტიურობას და სტიმულირებს კოლაგენის სინთეზს, რაც ხელს უწყობს კანის ღრმა გაახალგაზრდავებას.
Reishi (Ganoderma lingzhi / Ganoderma sichuanense)
უნივერსალური იმუნომოდულატორი, ონკოპროტექტორი და ანტიოქსიდანტია მრავალსაუკუნოვანი გამოყენების ისტორიით. ჩინეთში მას „უკვდავების სოკოს“ უწოდებენ, ორგანიზმის გამძლეობის გასაზრდელად სხვადასხვა პათოგენური ფაქტორის მიმართ. Reishi შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ბუნებრივი ანქსიოლიტიკი — სტრესის პერიოდში, აგრეთვე როგორც მიორელაქსანტი და სპაზმოლიტიკი. მისი უნარი — დათრგუნოს 5-ალფა რედუქტაზის ფერმენტი — განსაზღვრავს მის გამოხატულ ანტიანდროგენულ მოქმედებას, რის გამოც გამოიყენება ანდროგენზე დამოკიდებული აკნეს, ალოპეციის, ჰირსუტიზმისა და სხვა მსგავს მდგომარეობების თერაპიაში.
Hericium erinaceus
ყველაზე ცნობილი სოკოა ნოოტროპული თვისებებით. იგი ასტიმულირებს ნერვული დაბოლოებების ზრდას ნერვული ზრდის ფაქტორის (NGF) გააქტიურებით, აუმჯობესებს კოგნიტურ ფუნქციებს, აჩქარებს აზროვნების პროცესს და იცავს ნეირონულ გარსებს დაზიანებისგან. წარმატებით გამოიყენება ნეიროდეგენერაციული დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაში. ასევე არის ანტიდეპრესანტი და იმუნომოდულატორი. ტვინის ნეიროტროფული ფაქტორის (BDNF) დონის ამაღლებით აუმჯობესებს განწყობას, ამცირებს დეპრესიის რისკს და ხელს უწყობს ფსიქოემოციური სტაბილიზაციას.
Cordyceps militaris
ძლიერი ბუნებრივი ენერგეტიკი და ანტიჰიპოქსანტია, რომელიც აუმჯობესებს ჟანგბადის ათვისებას ორგანოებსა და ქსოვილებში. ზრდის გამძლეობას და საერთო ტონუსს, უზრუნველყოფს ენერგიას ფიზიკური და გონებრივი დატვირთვის პერიოდში. ხელს უწყობს სპორტული შედეგების გაუმჯობესებას ვარჯიშისას. Cordyceps დადებითად მოქმედებს ლიბიდოზე და სექსუალური აქტივობის ხარისხზე როგორც მამაკაცებში, ისე ქალებში. ამასთანავე, გამოირჩევა ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებებით და ასტიმულირებს ენდოგენური გლუტათიონის გამომუშავებას — ერთ-ერთ მთავარ უჯრედულ ანტიოქსიდანტს.
Dioscorea villosa (ველური იამსი)
შეიცავს დიოსგენინს — ბუნებრივ ნივთიერებას, რომელიც სტრუქტურით ჰგავს სქესობრივ სტეროიდებს. დიოსგენინი უკავშირდება ესტროგენის რეცეპტორებს და ავლენს როგორც პროგესტერონის, ისე ესტროგენის თვისებებს. მისი გამოყენება ხელს უწყობს ციკლის ფაზების დაბალანსებას, ამცირებს PMS-ის სიმპტომებსა და მენსტრუაციულ ტკივილს, ზრდის ინსულინისადმი მგრძნობელობას და აუმჯობესებს კანის ტურგორს — კანს უფრო ელასტიურსა და ტენიანს ხდის. ასევე არეგულირებს ჰორმონალურ ბალანსს ქალებში ასაკთან დაკავშირებული ცვლილებების დროს, ამცირებს ოსტეოპოროზის და მენოპაუზის სიმპტომების რისკს.
Angelica archangelica
არეგულირებს ესტროგენისა და პროლაქტინის დონეს პერიმენოპაუზისა და მენოპაუზის პერიოდში, ავლენს ანთებისსაწინააღმდეგო და შარდმდენ თვისებებს, აქვს მსუბუქი სპაზმოლიტური და დამამშვიდებელი ეფექტი. აუმჯობესებს ძილის ხარისხს, ამცირებს ცხელი ტალღების სიხშირეს და ხელს უწყობს ოსტეოპოროზის პროფილაქტიკას.
Vitex agnus-castus
ტრადიციული საშუალებაა PMS-ის, მენსტრუალური ციკლის დარღვევების და მენოპაუზის სიმპტომების შესამსუბუქებლად. ასტიმულირებს ჰიპოფიზს ლუტეინიზირებელი ჰორმონის გამომუშავებაზე, აუმჯობესებს დოფამინის რეცეპტორების მგრძნობელობას, ამცირებს პროლაქტინის დონეს და ზრდის ლიბიდოსა და მოტივაციას. ამცირებს კუნთოვან დაძაბულობას PMS-ისა და მენოპაუზის პერიოდში, ამშვიდებს ნერვულობას და შფოთვას. ასევე მოქმედებს მელატონინის გამომუშავებაზე, რაც ეხმარება ქალის ბიოლოგიური რიტმების ჰარმონიზაციას.
Rhodiola rosea
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალის ადაპტოგენია, რომელიც ფართოდ მოქმედებს ორგანიზმზე. გამოიყენება ნერვული სისტემის სტიმულაციისთვის, დეპრესიული მდგომარეობების, ქრონიკული დაღლილობის სინდრომის, გინეკოლოგიური დაავადებებისა და პოსტ-სტრესული აღდგენის პერიოდში. შეიცავს მრავალ ფიტოაქტიურ ნაერთს, რომლებიც ზრდიან ორგანიზმის ადაპტაციის უნარს გარე სტრესორების მიმართ.







მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.