კომპლექსი “კაცი” • 60 კაპს.

85,00 

ყოველდღიური მხარდაჭერა მამაკაცებისთვის — უნივერსალური კომპლექსია ყოველდღიური მიღებისთვის, რომელიც შეიცავს სამკურნალო სოკოების ნაყოფსხეულებსა და მცენარეულ ექსტრაქტებს. ეს კომპლექსი შექმნილია კაცის ორგანიზმის ფიზიოლოგიური საჭიროებების გათვალისწინებით და მიზნად ისახავს ჯანმრთელობის გაუმჯობესებას და შენარჩუნებას. მისი გამოყენება შესაძლებელია დამოუკიდებლად როგორც საბაზისო მხარდაჭერა , ასევე ჩვენი სოკოს სხვა პროდუქტების დახმარებით შესაძლებელია მისი ეფექტიანობის გაზრდა უკეთესი შედეგის მისაღებად.

  • ხელს უწყობს ტესტოსტერონის ბალანსს – ხელს უწყობს ჰორმონების ფიზიოლოგიურ რეგულაციას

  • ხელს უწყობს ლიბიდოსა და სისხლის მიმოქცევას – ტრადიციულად გამოიყენება პოტენციის მხარდასაჭერად

  • მხარს უჭერს პროსტატის ჯანმრთელობას – შეიცავს ბიოაქტიურ ნაერთებს ანთების დონის შემცირების პოტენციალით

  • ზრდის ენერგიას და გამძლეობას – ხელს უწყობს ფიზიკური და მენტალური ფუნქციების შენარჩუნებას

Availability: მარაგშია

Guaranteed Safe Checkout

Phallus impudicus
ბუნებრივი აფროდიზიაკი, რომელიც ზრდის ლიბიდოს, ფერტილობას და სექსუალურ ჯანმრთელობას მამაკაცებში. გამოირჩევა ძლიერი ანთებისსაწინააღმდეგო, სოკოს საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული მოქმედებით, აძლიერებს იმუნურ სისტემას და შეიძლება გამოიყენებოდეს როგორც ყოველდღიური ადაპტოგენი. აუმჯობესებს სისხლძარღვების კედლების მდგომარეობას და უწყობს ხელს გულისა და სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობას.

Cordyceps militaris
ძლიერი ბუნებრივი ენერგეტიკი და ანტიჰიპოქსანტია, რომელიც აუმჯობესებს ჟანგბადის ათვისებას ორგანოებსა და ქსოვილებში. ზრდის გამძლეობას და საერთო ტონუსს, უზრუნველყოფს ენერგიას ფიზიკური დატვირთვის პერიოდში. ხელს უწყობს სპორტული შედეგების გაუმჯობესებას ვარჯიშისას. დადებითად მოქმედებს ლიბიდოზე, სექსუალურ აქტივობაზე, სპერმატოგენეზზე და სქესობრივი ჰორმონების (ტესტოსტერონის) გამომუშავებაზე, ზრდის მამაკაცის რეპროდუქციულ უნარს. აქვს ძლიერი ანტიოქსიდანტური მოქმედება და ასტიმულირებს ენდოგენური გლუტათიონის გამომუშავებას — ერთ-ერთ მთავარ უჯრედულ ანტიოქსიდანტს ორგანიზმში.

Hericium erinaceus
ცნობილია როგორც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ნოოტროპული სოკო. ხელს უწყობს ნერვული დაბოლოებების ზრდას ნერვული ზრდის ფაქტორის (NGF) სტიმულაციით, აუმჯობესებს კოგნიტურ ფუნქციებს, აჩქარებს აზროვნების პროცესს და იცავს ნეირონულ გარსებს დაზიანებისგან. ეფექტურია ნეიროდეგენერაციული დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაში. ასევე არის ანტიდეპრესანტი და იმუნომოდულატორი. ტვინის ნეიროტროფული ფაქტორის (BDNF) დონის ამაღლებით აუმჯობესებს განწყობას, ამცირებს დეპრესიის რისკს და ხელს უწყობს ფსიქოემოციურ სტაბილურობას.

Trametes versicolor
ფართოდ გამოიყენება აზიის ქვეყნებში, როგორც სოკო, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმის იმუნური პასუხის ბალანსს სხვადასხვა პათოგენური ზემოქმედებისას და ამცირებს ანთებას. ეხმარება ორგანიზმს შეინარჩუნოს ბალანსი ანტიოქსიდანტურ დაცვასა და აქტიური ჟანგბადის ფორმების წარმოქმნას შორის. რეკომენდებულია ხანგრძლივი გამოყენებისთვის, როგორც ნაადრევი დაბერების პროფილაქტიკური საშუალება.

Schisandra chinensis
ფლობს ზოგად გამაძლიერებელ და მატონიზირებელ თვისებებს, ზრდის ორგანიზმის ადაპტაციას გარე სტრესორთა მიმართ. ტრადიციულად გამოიყენება როგორც ნერვული სისტემის სტიმულატორი და ადაპტოგენი, აგრეთვე რესპირატორული და საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევებისას. აუმჯობესებს მამაკაცის ფერტილობას და ჰორმონულ ფუნქციას, არეგულირებს თირკმელზედა ჯირკვლების მუშაობას და ამცირებს სტრესის ჰორმონ კორტიზოლის ჭარბ დონეს.

Rhaponticum carthamoides
ძლიერი ადაპტოგენი, რომელსაც გააჩნია მატონიზირებელი  სტიმულირებელი მოქმედება. ხელს უწყობს ერექციული ფუნქციის და სქესობრივი ჯირკვლების სეკრეციის გაუმჯობესებას მამაკაცებში. აუმჯობესებს მეხსიერებას და კონცენტრაციის უნარს. ზრდის გლიკოგენის რაოდენობას კუნთებსა და ღვიძლში, რაც აძლიერებს გამძლეობას ინტენსიური ფიზიკური დატვირთვისას.

Epimedium
ძლიერი ბუნებრივი აფროდიზიაკია, რომელიც ზრდის ლიბიდოსა და სექსუალურ აქტივობას მამაკაცებში. აღმოსავლურ მედიცინაში ხშირად გამოიყენება როგორც ვიაგრას ბუნებრივი ალტერნატივა. ზრდის ადრენალინის, ნორადრენალინის, სეროტონინისა და დოფამინის დონეს, რითაც აუმჯობესებს განწყობას, მოტივაციას და საერთო ტონუსს. მოქმედებს როგორც ტესტოსტერონის ბუნებრივი ბუსტერი, ხელს უწყობს კუნთოვანი მასის ზრდასა და სპორტული შედეგების გაუმჯობესებას.

ეფექტი:

* ყურადღების, შრომისუნარიანობისა და პროდუქტიულობის ამაღლება
* სპორტული შედეგების გაუმჯობესება
* ენერგიის ბუნებრივი მატება (ენერგობუსტი)
* ტესტოსტერონის დონის გაზრდა მამაკაცებში
* ლიბიდოსა და სექსუალური აქტივობის ამაღლება
* გამძლეობის ზრდა ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის დროს
* მეხსიერებისა და კოგნიტური ფუნქციების გაუმჯობესება
განწყობის ამაღლება
* სტრესთან ადაპტაციის მხარდაჭერა
* გლუკოზის დონის ბალანსი სისხლში
* გულისა და სისხლძარღვების დაცვა

გამოყენება:

* როგორც მამაკაცის ორგანიზმის ბაზისური მხარდაჭერა
* ინტენსიური ფიზიკური დატვირთვები, სპორტული ვარჯიშები
* მაღალი გონებრივი დატვირთვა (გამოცდები, სწავლა, ინტელექტუალურად დამღლელი სამუშაო)
* ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, პროფესიული “დაწვა” (ემოციური გამოფიტვა)
* სექსუალური ფუნქციის დარღვევები მამაკაცებში
* მამაკაცის ჰორმონული სისტემის ასაკთან დაკავშირებული ცვლილებების პროფილაქტიკა
* გულისა და სისხლძარღვთა დაავადებები
* ორგანიზმის აღდგენა გადატანილი მძიმე დაავადებების შემდეგ
* ნერვულ-ფსიქიკური დარღვევები (მათ შორის დეპრესია, უძილობა, შფოთვითი აშლილობები)

Phallus impudicus

Cordyceps militaris

Hericium erinaceus

Trametes versicolor

Schisandra chinensis

Rhaponticum carthamoides

Epimedium grandiflorum

2 კაფსულა დილით, უზმოზე, ერთი ჭიქა თბილი წყლით.
არ არის რეკომენდებული ძილის წინ მიღება.

უკუჩვენება: ინდივიდუალური შეუწყნარებლობა კომპონენტების მიმართ.
სიფრთხილით გამოიყენეთ ბავშვებში

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „კომპლექსი “კაცი” • 60 კაპს.“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Shopping Cart
კომპლექსი "კაცი" • 60 კაპს.კომპლექსი “კაცი” • 60 კაპს.
85,00 

Availability: მარაგშია