როგორც მრავალი სოკო, რომელიც იზრდება ან მოყვანილია ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, რეიში (Ganoderma lingzhi G. sichuanense) აგროვებს თავის ნაყოფსხეულში ყველა აუცილებელ მიკრო და მაკრო ელემენტებს. სოკოს რაციონში შეტანა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც ცხოვრობს ურბანულ გარემოში, ყოველდღიურად ექვემდებარება ოქსიდაციური სტრესის ზემოქმედებას (დარღვეული ძილისა და სიფხიზლის ციკლები, კვების დისბალანსი და კვებითი ქცევის პრობლემები, ქრონიკული სტრესი, გარემოს მავნე ფაქტორები, ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა). სოკო თანამედროვე ადამიანის ნუტრიციული მოთხოვნილებების კომპლექსურად დაკმაყოფილების უნიკალურ და ძალზე პერსპექტიულ წყაროს წარმოადგენს.
🧠 ფსიქოემოციური და ნევროლოგიური მხარდაჭერა
რეიშის შემცველი დანამატები ინიშნება ტრადიციულ მედიცინაში ფსიქიკური და ნევროლოგიური დაავადებების დროს — მათ შორის ფიბრომიალგიის, ანორექსიისა და უძილობის დროს. ცნობილია, რომ ქრონიკული სტრესი იწვევს თავის ტვინის ანთებას, რაც თავის მხრივ იწვევს დეპრესიას, შფოთვას, კოგნიტური ფუნქციების დაქვეითებას და ძილის პრობლემებს.
რეიშიში შემავალი ტრიტერპენები ანთებისსაწინააღმდეგო რეაქციას ახდენს ტვინის უჯრედებზე, ხოლო პოლისაქარიდები — ძლიერი ადაპტოგენებია, რომლებიც აძლიერებს ორგანიზმის უნარს გაუმკლავდეს სტრესორებს.
ასევე დადასტურებულია, რომ რეიშის ფხვნილის ხანგრძლივი მიღება ეხმარება აცეტილქოლინის დონის რეგულირებაში და აფერხებს ალცჰაიმერის პროგრესირებას, ამცირებს შფოთვას, თავის ტკივილს, დეპრესიას და ქრონიკულ დაღლილობას.
🎯 ონკოპროფილაქტიკა და იმუნომოდულაცია
რეიშის უნიკალური იმუნომოდულატორული თვისებები საშუალებას იძლევა, გამოყენებულ იქნას როგორც პროფილაქტიკური საშუალება და როგორც კომპლექსური თერაპიის ნაწილი ონკოლოგიური დაავადებების ყველა სტადიაზე.
ტრიტერპენები ახდენენ კიბოთი დაავადებული უჯრედების აპოპტოზის ინიციაციას და ზრდიან ქიმიო და სხივური თერაპიის ეფექტურობას.
ბეტა-გლუკანები აფერხებენ სიმსივნური ქსოვილების ზრდას, მოქმედებენ სიმსივნური გენების სუპრესიაზე, ამცირებენ ვასკულარიზაციას სიმსივნეში.
ასევე აღინიშნება მისი ეფექტურობა აუტოიმუნური დაავადებების დროს (მაგ., გაფანტული სკლეროზი).
რეიში ამცირებს ჰისტამინის დონეს და ეფექტიანია ალერგიის, ბრონქული ასთმის, ურტიკარიის (ჭინჭრის ციება), დერმატიტების დროსაც.
🧬 ჰორმონალური და ანტიანდროგენული მოქმედება
რეიში ახდენს ფერმენტ 5-ალფა-რედუქტაზის ინჰიბირებას, რაც განაპირობებს მის ანტიანდროგენულ მოქმედებას. შედეგად იგი ეფექტიანია:
ანდროგენზე დამოკიდებული აკნეს,
თმის ცვენის (ანდროგენული ალოპეცია)
პროსტატის ჰიპერპლაზიის
სხვა ანდროგენდამოკიდებული დაავადებები.
🛡️ ღვიძლის დაცვა და მეტაბოლური ბალანსი
რეიშის პოლისაქარიდებს აქვთ გამოხატული ჰეპატოპროტექტორული მოქმედება — იცავენ ღვიძლის უჯრედებს და შეიძლება გამოყენებულ იქნას:
ღვიძლის უკმარისობის, სტეატოჰეპატიტის, ალკოჰოლისგან გამოწვეული ღვიძლის დაავადებებისა და სხვა პათოლოგიების დროს.
⚖️ რეიში მეტაბოლური დარღვევებისას:
გლუკოზის დონის დასაწევად,
სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად და თრომბოზის რისკის შესამცირებლად,
ჭარბი წონის დასარეგულირებლად და
ჰიპოგლიკემიური მოქმედებისთვის.
რეიში ასევე კარგი დამხმარეა წონის კორექციისა და ჯანმრთელი მეტაბოლიზმის აღდგენის პროცესში.








მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.