პრობიოტიკების კურსი „ფსიქობიომი“ (Психобиом) შემუშავებულია სამეცნიერო-საწარმოო კომპანიასთან თანამშრომლობით, რომელშიც დასაქმებულნი არიან ბიოტექნოლოგიის სფეროს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალები. აღნიშნულ კომპანიას გააჩნია წარმოების ჩამოყალიბებული ტექნოლოგიური კულტურა და 20 წელზე მეტია, კვლევებს აწარმოებს მიკროორგანიზმების მართვადი კულტივირების მიმართულებით, იკვლევს რა მათ ფიზიოლოგიურ-ბიოქიმიურ თვისებებსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე მათ გავლენას. „ფსიქობიომი“ შექმნილია რუსული ტექნოლოგიის საფუძველზე, მხოლოდ ადგილობრივი წარმოშობის ბაქტერიების შტამების გამოყენებით.
„ფსიქობიომის“ პრობიოტიკების სრული კურსი ორ თვეს გრძელდება და ორ ეტაპად (ორ პროდუქტად) არის დაყოფილი. კურსის ორივე პროდუქტი შეიცავს საფუძვლიანად შესწავლილ პრობიოტულ შტამებს, რომლებიც კულტივირებულია მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობის გამოყენებით, თავის ტვინსა და ნაწლავების ჯანმრთელობაზე ზემოქმედების კუთხით ბიოთავსებადობისა და სინერგიის პრინციპების გათვალისწინებით.
პირველი ეტაპი (პროდუქტი) — Bifido — შეიცავს ბიფიდობაქტერიებს: Bifidobacterium adolescentis, Bifidobacterium bifidum და Bifidobacterium longum. იგი წინ უსწრებს მეორე ეტაპს და ხელს უწყობს იმუნიტეტისა და საჭმლის მონელების გაუმჯობესებას, დაავადებების, ქრონიკული სტრესისა და ანტიბიოტიკოთერაპიის შემდეგ ორგანიზმის აღდგენას, აგრეთვე, ორგანიზმის საერთო ადაპტაციური რეზერვის ამაღლებას.
სწორედ პირველი, მოსამზადებელი ეტაპის გავლის შემდეგ იმოქმედებს უფრო ეფქტურად მეორე პროდუქტი — Lacto, რომელიც ლაქტობაქტერიების ოთხ სახეობას (Lactobacillus helveticus, Lactobacillus acidophilus, Lactobacillus reuteri და Lactobacillus plantarum) შეიცავს და მიმართულია თავის ტვინის სისტემურ გაჯანსაღებასა და ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე.







მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.